ახალი ამბები

ვანო მაჭავარიანი IDS ბორჯომის დირექტორად დაინიშნა

10 ივნისი, 2021 • 1600
ვანო მაჭავარიანი IDS ბორჯომის დირექტორად დაინიშნა

ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი “IDS ბორჯომი საქართველოს” გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს კომპანიაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.

მაჭავარიანმა მინისტრის თანამდებობა 31 მარტს დატოვა. ის მინისტრის პოსტზე 2018 წელს დაინიშნა, მანამადე  “ჯეოსელის” კომერციული დირექტორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი