ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საავადმყოფოში დაზიანებებითაა მოთავსებული.
როგორც მაჭავარიანმა “ფორმულას” განუცხადა, ის ახლა სახლში იმყოფება.
“ტყუილი ინფორმაციაა… სახლში ვარ, კარგად ვარ, ვვარჯიშობ დილიდან”, — განაცხადა მაჭავარიანმა.
“ქართული ოცნების” წევრი დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ ცხვირის ძგიდის ოპერაცია გაიკეთა.
“რამდენიმე დღის წინ გაიკეთა გეგმური ოპერაცია ცხვირის ძგიდეზე და გეგურ ვიზიტზე იყო მისული”, — განაცხადა დავით სერგეენრკომ.
დღეს, 5 აპრილს, “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმ დღეს, როდესაც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, მაჭავარიანი უკვე კლინიკაში იმყოფებოდა.