ახალი ამბები

„ბორჯომის“ დასაქმებულები პრემიერთან და ვანო მაჭავარიანთან შეხვედრას ითხოვენ

4 მაისი, 2022 •
„ბორჯომის“ დასაქმებულები პრემიერთან და ვანო მაჭავარიანთან შეხვედრას ითხოვენ

„ბორჯომის“ დასაქმებულები კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ივანე მაჭავარიანთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

ეს განცხადება დასაქმებულების სახელით დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ გააკეთა 4 მაისს, 12:00 საათზე, ბორჯომში ერთ-ერთ ქარხანასთან გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აპრილს განაცხადა, რომ მთავრობა „ძალიან მალე“ გააცნობს საზოგადოებას „სასიამოვნო ინფორმაციას“ „ბორჯომის“ შესახებ.

ივანე მაჭავარიანი „ბორჯომის“ დირექტორი გახდა 2021 წლის ივნისში,  მას შემდეგ, რაც დატოვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტი (ამ პოსტზე იგი 2018 წლიდან იკავებდა).

2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ „დროებით“ აჩერებს  მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას.

„ბორჯომის“ ძირითადი მფლობელი სანქცირებული რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფია“.

ვრცლად „ბორჯომის“ დასაქმებულებისა და სანქციების ფონზე სირთულეების საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი