ახალი ამბები

სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია

6 ივნისი, 2020 • 776
სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია

6 ივნისის საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინა.

“ამ ციფრიდან ორი შემთვევა “იმპორტირებულია” – ვირუსი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუდგინდათ”, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა  მარინა ეზუგბაიამ 6 ივნისს. ერთი შემთხვევა კი, მისი თქმით, საკარანტინო სივრციდან არის.

საქართველოში ახლახანს დაიწყეს ტრანზიტული სატვირთო მანქანების მძღოლების ტესტირება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში. ეს მონაცემები 6 ივნისის დილას გამოქვეყნეს შესაბამისმა უწყებებმა.  ბოლოს 24 საათში გამოჯანმრთელდა 13 ინფიცირებული პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში სულ:


  • დადასტურებული შემთხვევა: 808
  • გამოჯანმრთელებული: 663
  • გარდაცვლილი: 13
  • კარანტინში: 2955

მასალების გადაბეჭდვის წესი