პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი კომენდანტის საათის მოქმედებისას საშვის მისაღებად მედიაში „გაფორმდა“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჯიგრულ პონტშიო, გახარიამო თქვაო კორუფციაზე და სინამდვილეში ვთქვი, საშვის დაშვებაზე. ახლა ეს ჩვენი ოპოზიცია, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე ისეთი ანგელოზები არიან, ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი, საშვი რომ მოეპოვებინა, ჯიგრულ პონტში წავიდა, მედიაში გაფორმდა და როგორც ჟურნალისტმა მიიღო ეს საშვი და მოძრაობდნენ“, — აღნიშნა გახარიამ.
კონკრეტული მტკიცებულებები თუ სახელები მას არ წარმოუდგენია.