ახალი ამბები

კაცი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა

5 ივნისი, 2020 • 859
კაცი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა

კაცი, რომელიც ვარკეთილში უმისამართოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა, პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.

სირაძემ აღნიშნა, რომ კაცი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა და  სამართალდამცავებს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჩაბარდა.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, საკუთარ სახლში იყო ჩაკეტილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ვარკეთილში სახლში ჩაკეტილმა კაცმა უმისამართოდ ისროლა – პოლიციამ კორპუსი ალყაში მოაქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.