ახალი ამბები

ვარკეთილში სახლში ჩაკეტილმა კაცმა უმისამართოდ ისროლა – პოლიციამ კორპუსი ალყაში მოაქცია

5 ივნისი, 2020 • 669
ვარკეთილში სახლში ჩაკეტილმა კაცმა უმისამართოდ ისროლა – პოლიციამ კორპუსი ალყაში მოაქცია

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული. ამის მიზეზი გახდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რის შემდეგაც სახლში ჩაიკეტა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, შეიარაღებული მამაკაცი ნასვამ მდგოამრეობაში, ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩაკეტილი საცხოვრებელ სახლში. სირაძის თქმით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა:

“სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სრულად მობილიზებული არიან პერიმეტრზე, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპრაკებები როგორც პირადად, ასევე სატელეფონო. დაშავებული არავინ არ არის და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებლია გასროლა. მისი ოჯახის წევრები, შვილები და მეუღლე უსაფრთხო მდგომარეობაში არიან. მამაკაცი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მარტოა ჩაკეტილი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი