თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე, 7 აპრილს ხანძარი გაჩნდა. სავარაუდოდ, ცეცხლი წაეკიდა ერთ-ერთ სასაწყობე ფართს.
როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია.
უწყების პრესსამსახურის თანახმად, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ხანძარი ვარკეთილში. ფოტოები: ელენე კენჭოშვილი/გიორგი მემარნიშვილი