ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ციხეში პატიმრებმა ვენები გადაიჭრეს – ცხინვალი

5 ივნისი, 2020 • 1352
ციხეში პატიმრებმა ვენები გადაიჭრეს  – ცხინვალი

ოსური მხარის ცნობით, ცხინვალის იზოლატორის ექვსმა პატიმარმა ვენები გადაიჭრა და თვითმკვლელობა სცადა.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დახმარება აღმოუჩინეს და უკან, საპატრიმროში დააბრუნეს.

რა გახდა პატიმრების თვითმკვლელობის მცდელობის რეალური მიზეზი, უცნობია, თუმცა,დე ფაქტო იუსტიციის უწყება საკუთარ ვერსიას აქვეყნებს, რომლის თანახმად, პატიმრები უკმაყოფილო იყვნენ ციხეში  გეგმური ჩხრეკით და მათთვის ტელეფონის ჩამორთმევით. შესაბამისად, მათ წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალმდაცველებს. ოფიციალური ცნობითვე, ინციდენტის შემდეგ ისინი აღარ დაემორჩილნენ საპატიმროს წესებს და თვითმკვლელობა ვენების გადაჭრის საშუალებით სცადეს.

უკიდურესად მძიმე პირობების მოტივით, ცხინვალის იზოლატორში პატიმრებმა რამდენიმე თვის წინ შიმშილობაც გამოაცხადეს.

ამავე თემაზე:

“სისტემა უნდა დაინგრეს” – რა ხდება ცხინვალის ციხეში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი