ახალი ამბები

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საზღვრების ცვლილების მცდელობებს – საელჩო

5 ივნისი, 2020 • 1341
იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საზღვრების ცვლილების მცდელობებს – საელჩო

იაპონიის საელჩო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ის კვლავ ადასტურებს ტოკიოს პოზიციას საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების საწინააღმდეგოდ.

“იაპონია ხელახლა ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

30 მაისს ანტისაოკუპაციო მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ჩორჩანა-პერევის ტყის მასივის მარკირებას, რაც ბორდერიზაციის მოსამზადებელ ქმედებას წარმოადგენს. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც აღნიშნა, რომ “პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე რეაგირება ხორციელდება”.

რა ხდება ჩორჩანაში? – ანტისაოკუპაციო მოძრაობის ცნობა და სუს-ის პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი