ახალი ამბები

მადლობა რთულ მომენტში მხარდაჭერისთვის – სომხეთის პარლამენტარი საქართველოს

5 ივნისი, 2020 • 2837
მადლობა რთულ მომენტში მხარდაჭერისთვის – სომხეთის პარლამენტარი საქართველოს

სომხური-ქართული საპარალემნტთაშორისო მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე ლენა ნაზარიანი ფეისბუკზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქართულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ძვირფასო ქართველო პარტნიორებო, როგორც სომხურ-ქართული პარლამენტთაშორისი მეგობრული ჯგუფის თავმჯდომარე, გამოვხატავ ჩემს მადლიერებას ჩემი კოლეგებისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ რთულ მომენტში მათი მხარდაჭერის გამო.

ჩვენმა საყვარელმა ქართველმა და სომეხმა ხალხმა ათასწლეულების განმავლობაში მრავალი გამოწვევა გადალახა და მე დარწმუნებული ვარ, ამ უხილავ მტერზე, კორონავირუსზე, გამარჯვებასაც ერთად ვიზეიმებთ.

დიდი მადლობა!,“ – წერს ლენა ნაზარიანი.

ბოლო რამდენიმე კვირაა, სომხეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები სწრაფად მატულობს. 5 ივნისს სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობა სომხეთს დაეხმაროს. ამისთვის შესაბამისი პეტიცია შეიქმნა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთის მხრიდან ამ დრომდე დახმარების თხოვნა არ მიუღიათ, თუმცა, თუ მეზობელი ქვეყანა აღნიშნული თხოვნით მიმართავს საქართველოს, NCDC მზად არის კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს სომხურ მხარეს.

“დავეხმაროთ სომხეთს” – საქართველოს მთავრობის მისამართით პეტიცია შეიქმნა

მასალების გადაბეჭდვის წესი