ახალი ამბები

“ლელო”: აუცილებელია, საქართველო სომხეთს დაეხმაროს

4 ივნისი, 2020 • 1049
“ლელო”: აუცილებელია, საქართველო სომხეთს დაეხმაროს

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს და აუცილებლად მიიჩნევს, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ეფექტიანად დაეხმაროს სომხეთის სახელმწიფოს.

პარტიაში წუხილს გამოთქვამენ მეზობელ სომხეთში არსებული მძიმე ეპიდემოლოგიური სიტუაციის გამო, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს სომხეთის ათობით ათას მოქალაქეს:

“მივესალმებით ბოლო ხანებში გამოხატულ თვალსაჩინო და აქტიურ ინტერესთა თანხვედრას სომხეთსა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით, საგარეო
მიმართულებით. ამიტომ “ლელო” მნიშვნელოვნად მიიჩნევს კეთილმეგობრული ურთიერთობების, საგარეო თანამშრომლობისა და მეზობლური კავშირების შემდგომ გაღრმავებას სომხეთთან. დღეს, როდესაც სომეხი ერი მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, ხოლო სომეხი ხალხის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ეფექტიანად დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამის თაობაზე უკვე არსებობს კომუნიკაცია საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის”, -აცხადებენ პარტიაში.

ამავე მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს. პეტიციის ავტორები მთავრობას სთხოვენ, სომხეთს დაეხმარონ. მეზობელი ქვეყნის დახმარებაში იგულისხმება პაციენტების საქართველოში მკურნალობის შეთავაზება.

“დავეხმაროთ სომხეთს” – საქართველოს მთავრობის მისამართით პეტიცია შეიქმნა

მასალების გადაბეჭდვის წესი