ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში Covid-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, სამხრეთ ოსეთში – 3

3 ივნისი, 2020 • 1388
აფხაზეთში Covid-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, სამხრეთ ოსეთში – 3

3 ივნისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო უწყებებმა Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები დაადასტურეს — აფხაზეთში შვიდი, ცხინვალში კი- სამი.

აფხაზეთში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 7 ადამიანს, რომლებიც იქ წინა დღით ჩავიდნენ მოსკოვიდან. მათ სამკურნალოდ განათავსებენ გუდაუთაში მდებარე კლინიკაში.

დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი 35-ს შეადგენს, მათგან 27 გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.

ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე კი, სამხრეთ ოსეთში მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილის, ანა გაგლოევას ცნობით, Covid-19 დაუდასტურდა სამ ადამიანს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთი მათგანი არის ერთ-ერთ კლინიკაში მომუშავე სანიტარი, დანარჩენი ორი კი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის ორი კადეტი (კურსანტი), რომლებიც რუსეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებების თანახმად, მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოავლინეს, ჯამში, 45 შემთხვევა, 31 პაციენტი უკვე გაწერილია.

ნახეთ „ნეტგაზეთის“ 2020 წლის მაისის არქივიდან:

„23 შემთხვევა 6 დღეში“ – როგორ უმკლავდება ცხინვალი Covid-19-ს

მასალების გადაბეჭდვის წესი