ახალი ამბები

იაკუტიელ შამანს რუსეთის სასამართლომ ფსიქიატრიულში მკურნალობა მიუსაჯა

2 ივნისი, 2020 • 961
იაკუტიელ შამანს რუსეთის სასამართლომ ფსიქიატრიულში მკურნალობა მიუსაჯა

იაკუტიის საქალაქო სასამართლომ შამან ალექსანდრ გაბიშევს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.

მედიასაშუალება გაბიშევის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასამართლომ ჰოსპიტალიზაციის ვადები არ განსაზღვრა, იძულებითი ჰოსპიტალიზაციის შესახებ სარჩელი კი თავად დისპანსერმა შეიტანა. მისი განმარტებით, სამედიცინო დიაგნოზის აღწერის ნაცვლად, გაბიშევის დიაგნოზში წერია, რომ მას “საკუთარი პიროვნების გადაჭარბებით შეფასება” აწუხებს. ეს კი გამართლებულია იმით, რომ შამანმა გამოთქვა იდეა, “ევნო ხელისუფლებისთვის და გადაეტრიალებინა პუტინი, რადგან პუტინი დემონი და ანტიქრისტეა”, და “მოითხოვდა კანონით არჩეული ხელისუფლების დამხობას”.

“დოჟდის” ცნობით, გაბიშევის უფლებადამცველმა ასევე აღნიშნა, რომ საბუთში წერია, რომ გაბიშევი 12-დან 29 მაისის ჩათვლით აღნიშნულ დისპანსერში “ნებაყოფლობით მკურნალობდა”. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ დისპანსერში გაბიშევი პოლიციის წარმომადგენლებმა მიიყვანეს, რაც ნებაყოფლობით ჰოსპიტალიზაციას გამორიცხავს.

30 მაისს იაკუტელი შამანი, ალექსანდრ გაბიშევი საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვის საშიშად მიიჩნიეს.

პუტინის “განსადევნად” წასული შამანი რუსეთის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს – თვითმხილველები

მასალების გადაბეჭდვის წესი