ალექსანდრ გაბიშევი, რუსეთის ქალაქის იაკუტსკში მცხოვრები შამანი, რომელიც მოსკოვში ვლადიმერ პუტინის კრემლიდან “განსადევნად” ფეხით მიდიოდა, ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით გაიტაცეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
ინფორმაციას რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გზა შეიარაღებული სპეცსამსახურებით იყო გადაკეტილი, მათ ძალიან სწრაფად ალყა შემოარტყეს ჩვენს ბანაკს და პირდაპიR შამანის კარავში შევიდნენ. რამდენიმე ათეული ადამიანი იქნებოდა”, – აცხადებს თვითმხილველი.