ახალი ამბები

ვაპირებ, ისანში ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი — ჭიჭინაძე

2 ივნისი, 2020 • 1441
ვაპირებ, ისანში ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი — ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, „ტრიბუნის“ ლიდერის და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მომავალ არჩევნებში აპირებს, კენჭი იყაროს ისნის რაიონის მაჟორიტარად.

„პირადად მე ისნის რაიონში ვაპირებ ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო, „ოცნებასთანაც“ რომ გაერთიანდნენ“, — ნათქვამია ჭიჭინაძის ოფისის მიერ გამოგზავნილ პრეს-რელიზში.

ამასთან ერთად, ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინირება გაუჭირდება:

„როდესაც მთელი ქვეყნის მაშტაბით რჩება 30 მაჟორიტარი, რაც ე.წ. მოლაპარაკების წარმატებად იქნა გამოცხადებული, ამ ნაწილში ოპოზიციის კოორდინირება აბსოლუტურად გაჭირდება, რადგან მაჟორიტარებს ცოტა ხმები არ მოაქვთ, ამომრჩევლების დაახლოებით 10-15 % მაჟორიტარებიდან გამომდინარე აკეთებს არჩევანს“, — მიიჩნევს იგი.


ჭიჭინაძე ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, 2019 წლის ივნისში კი მან პარტია შექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი