ახალი ამბებირეკლამა

სოხუმელი გოგო, რომელმაც აშშ-ს უნივერსიტეტში სასწავლებლად სრული დაფინანსება მოიპოვა

2 ივნისი, 2020 •
სოხუმელი გოგო, რომელმაც აშშ-ს უნივერსიტეტში სასწავლებლად სრული დაფინანსება მოიპოვა

მთავარია, შესარჩევი ეტაპისთვის კარგად მოემზადო,“ – ამბობს ეკა ყუფუნია და იქვე დასძენს – „საზღვარგარეთ სწავლა კომფორტის ზონიდან გასვლა და სრული დამოუკიდებლობაა“.  ეკა ფულბრაიტის პროგრამის საშუალებით სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეკა ყუფუნია 1990 წელს, სოხუმში დაიბადა. საქართველოში შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობდა, რის შემდეგაც ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე  სრული დაფინანსება მოიპოვა და  როჩესტერის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა სასწავლებლად. ამჟამად იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.

„ფულბრაიტის კონკურსზე დიდი კონკურენციაა. მთავარი წინაპირობა ყოველთვის არის მომზადება შესარჩევი კონკურსისთვის. აშშ-ში სწავლის დონე ძალიან მაღალია, ხოლო სწავლის პროცესი – დინამიური და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, თეორიული მხარეც საკმაოდ დატვირთულია,“ – ამბობს ეკა ყუფუნია და აგრძელებს:

“ვცხოვრობდი ნიუ იორკის შტატში, ქალაქ როჩესტერში და ყველაზე საყვარელი ადგილი იყო ადგილი, სადაც მდინარის ორივე მხარეს  სასეირნო და ველოსიპედის ბილიკებია, ასევე პატარა coffeeshop-ები, ბარები, კაფეები და საპიკნიკე ადგილები.”

მისივე სიტყვებით, საზღვარგარეთ სწავლისას დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენ და უამრავ საინტერესო ადამიანს ხვდები სხვადასხვა კულტურიდან:

სწავლის პერიოდში  დღე იწყებოდა  მეგობრებთან ერთად საუზმით  და გრძელდებოდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საათობით მეცადინეობით.   

ხარისხიან განათლებასთან ერთად, იქ შეძენილი მეგობრებია ძალიან მნიშვნელოვანი. საზღვარგარეთ სწავლა ნიშნავს ყოველდღიური კომფორტის ზონიდან გასვლას და სრულ დამოუკიდებლობას,” – ამბობს ეკა ყუფუნია და აღნიშნავს, რომ  ფულბრაიტს  განსაკუთრებულს  სამუშაო პროგრამა ხდის.

სამუშაო პროგრამის ფარგლებში ეკა ყუფუნია 1,5 წლით ატლანტაში გადავიდა  softbank ჯგუფის შვილობილ კომპანიაში, Brightstar Corporation-ში სამუშაოდ.  უკვე ორი წელია საქართველოში დაბრუნდა და იგივე კომპანიაში დისტანციურად აგრძელებს მუშაობას ევროპა/აზიის HR ბიზნეს პარტნიოტის პოზიციაზე.

აშშ-ში მზად უნდა იყო ღიაობისთვის, ტოლერანტულობისთვის და უამრავი ახალი ადამიანის გასაცნობად, რომლებიც განსხვავებული კულტურიდან მოდიან; არ გამოიკეტოთ ბიბლიოთეკაში/უნივერსიტეტში და მიიღეთ მაქსიმალურად დატვირთული გამოცდილებაიყავით სოციალურად აქტიურები“ – ურჩევს ეკა სტუდენტებს, რომლებიც ამავე პროგრამით აპირებენ სწავლას.

[blue_box]ფულბრაიტის პროგრამის შესახებ[/blue_box]

ფულბრაიტის (Fulbright) პროგრამა შენთვისაა, თუ ხარ:

[checklist]

  • მიზანდასახული
  • არ გაშინებს გამოწვევები
  • გსურს, 2 წელი მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად აშშ-ში გაატარო

[/checklist]

დაფინანსების ფარგლებში მოიპოვებ მაგისტრის ხარისხს − ბიზნესის ადმინისტრირების, საინჟინრო ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მთელს მსოფლიოში.  პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებლები არიან: საქართველოს ბანკი, განათლების საერთაშორისო ცენტრი დაჯორჯია კაპიტალი“.

„საქართველოს ბანკის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ნიჭიერ ახალგაზრდას მისცეს შესაძლებლობა, მიიღოს საუკეთესო განათლება. ამ მიზნით ბანკი, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აქტიურად არის ჩართული სასტიპენდიო თუ საგანმანათლებლო  პროექტების მხარდაჭერაში.

აშშ მთავრობასთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა  ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშშ-ში უკვე გაემგზავრა 6 საუკეთესო სტუდენტი. აღნიშნული რიცხვი მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ  ამერიკის საელჩოს ვებგვერდზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/. აპლიკაციების მიღება  2020 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი