ახალი ამბები

მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამციროთ, პატივი რომ გვცეთ? – ბოკერია გახარიას

29 მაისი, 2020 • 965
მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამციროთ, პატივი რომ გვცეთ? – ბოკერია გახარიას

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. მისი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრემიერი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ მისი ტონი საკანონმდებლო ორგანოსთვის შეუთავსებელი იყო.

კრიტიკოსთა შორის იყო გიგა ბოკერიაც, რომელმაც გახარიას მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადება გაახსენა. ბოკერია, სავარაუდოდ, გულისხმობდა განცხადებას, რა დროსაც იაკობმა თქვა, რომ რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

„დღეს დილიდან კიდევ რაღაც ახალი ტონი შეარჩიეთ შეურაცხყოფის პარლამენტის? „თქვენთვის დრო არ მაქვს“; „ახლა რომ მაცდენთ“… ვინ წაგახალისათ, ძალიან მაინტერესებს ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის? თქვენ პატივს სცემთ იმას, ვინც თქვენ გამცირებთ? ეგ არის თქვენი კრედო? დრო გჭირდებათ მეტი? პანკისში ხომ არ გაქვთ სპეცოპერაცია ჩასატარებელი, რომ მერე პოლიციის მანქანები დაწვან და მერე ჩავარდეთ და ორ ერზე ილაპარაკოთ ჩვენს პანკისელ თანამოქალაქეებთან?თუ გავრილოვი გყავთ შემოსაშვები ქვეყანაში, რომ მერე კრიზისი იყოს და ოპოზიციას აბრალოთ?

დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ, ხომ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდზე რელიგიურ ფანატიკოსს ვერ ხედავთ. ეგრეა ხომ თქვენი მსოფლმხედველობა? მარტო თქვენ რომ გამცირებდეთ, ეგ კიდევ არ იქნებოდა პრობლემა: ქვეყნის კანონებს, საკანონმდებლო წესრგის ვინც ფეხებზე იკიდებს, კონსტიტუცია მკიდია და თქვენი მთავრობაო – იმასთან უნდა დაწვეთ, ხომ, და ცივილიზებულ ოპოზიციასთან ტრიბუნასთან დიდ გულზე იყოთ – სანამ უმრავლესობაში ხართ. ეგ არის, ქვეყანას რაც გამოადგება, თქვენი აზრით!?

ერთი კვირის წინ რომ გამოდიოდით და ილანძღებოდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას ითხოვენ ეს პოპულისტებიო – და 5 დღეში რომ გახსენით.

ახლა მოგვისმინეთ, ტონი შეიცვალეთ, იქნებ რაღაცები გაიგოთ, აი, ეს სისულელეები რომ გალაპარაკათ თქვენმა გუნდმა რეინტინგებზე, იქნებ რაღაც გაიგოთ და შემდგომში ნაკლები სისულელე თქვათ, რომელიც თქვენც ნაკლებად დაგაზარალებთ და ქვეყანას. თორემ მე თქვენი რეპუტაცია არ მაღელვებს“, – ამბობს ბოკერია.

“ეტყობა, პუტინმა სთხოვა ან მოსთხოვა” – ქორეპისკოპოსი იაკობი გახარიას ახალ თანამდებობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი