ახალი ამბები

გახარიას თქმით, შემწეობების გაცემა დაწყებულია

29 მაისი, 2020 • 854
გახარიას თქმით, შემწეობების გაცემა დაწყებულია

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ. გახარია ამ კვირაში უკვე მეორედ იმყოფება საკანონმდებლო ორგანოში.

მთავრობის ანტკირიზისული გეგმა გააკრიტიკა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მისი თქმით, პრემიერის წინა გამოსვლიდან ვერც ერთი დამაიმედებელი განცხადება ვერ მოვისმინეთ, რომელიც კრიზისში მყოფ მოქალაქეებს დაამშვიდებდა. მან მთავრობა ასევე გააკრიტიკა იმის გამო, რომ დაპირებული ერთჯერად 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთის, ხოლო ექვს თვეზე გაწერილი 1200-ლარიანი დამხარება უმუშევრად დარჩენილებისთვის, არ გაიცა იმ პერიოდში, როცა კრიზისი მძვინვარებდა. მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უშუალოდ კორონავირუსის დროს არ გაიცა შემწეობები.

“სახლში გამოკეტილი შემოსავლის გარეშე დატოვებული ადამიანი, ფაქტობრივად, შიმშილობისთვის გაწირეთ”, – განაცხადა გოცირიძემ.

გიორგი გახარიამ საპასუხოდ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მისი თქმით, 600 ათასმა ადამიანმა ისარგებლდა სესხის გადავადების მექანიზმით, მთავრობამ მყისიერად განახორციელა კომუნალური გადასახადების სუბსიდიით, რაც შეეხება ფულად შემწეობას, მისი ინფორმაციით, 25 მაისიდან თანხების დარიგება დაწყებულია. მისი თქმით, სხვადასხვა კატეგორიის შემწეობა 427 206 ადამიანმა მიიღო დღეის მდგომარეობათ: 72 175-მა ადამიანმა დაიწყო 6-თვიანი 200-ლარიანი დახმარების მიღება, 52 151 თვითდასაქმებულს 300- ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხა, 22 644-მა მრავალშვილიანმა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა უკვე ისარგებლა შემწეობით, 40 ათასზე მეტმა შშმ პირმა და შშმ ბავშვმა მიიღო შემწეობა, 18 ათასმა ფერმერმა იყიდა დიზელი შეღავათიანი ფასით, 27 ათას ფერმერს დაერიცხა უკვე აგროქულები და ა.შ. მისივე თქმით, 38 ადამიანს ავტომობილის განბაჟების ხარჯი გადაუვადეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი