ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ეს საქართველოს ტერიტორიაა- აშშ-ს ელჩი ეუთოში

29 მაისი, 2020 •
არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ეს საქართველოს ტერიტორიაა- აშშ-ს ელჩი ეუთოში

“არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერირორია, ის საქართველოს ოკუპირებული ნაწილია. ეს ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის. გაკეთდა კომენტარი სამხრეთ ოსეთის საზღვართან მისვლაზე. არავითარი საზღვარი სამხრეთ ოსეთთან არ არსებობს, ეს არის საქართველოს ტერიტორია”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში ჯეიმს სტიუარტ გილმორმა. 

ეს განცხადება ელჩმა  28 მაისს გააკეთა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს სხდომაზე. 

მან ასევე  ისაუბრა რუსეთის ბრალდებებზე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ადასტურებს ქართველი კოლეგის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ლუგარის ცენტრი ქართული ინსტიტუციაა. 

“შეერთებული შტატები გმობს რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიას საქართველოს პასუხზე კოვიდ 19 -ის პანდემიასთან ბრძოლაში. მოსკოვი პანდემიის ფონზე კიდევ ერთხელ ავრცელებს სიცრუეს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის შესახებ”. 

მისი თქმით,  რუსეთის ხელისუფლება იყენებს პანდემიას, როგორც შესაძლებლობას, და საქართველოს უაღრესად მნიშვნელოვან კვლევით დაწესებულებაზე მითების გავრცელებით ცდილობს თავისი გავლენის გაძლიერებას:

“სიმართლე კი ესაა: ლუგარის ცენტრი დაარსდა იმისათვის, რომ გამოავლინოს ისეთი დაავადებები, როგორიც კოვიდ 19-ია.  ცენტრმა ტესტების შეზღუდული ოდენობის პირობებში  რესურსების გონივრული გამოყენებით, პროაქტიული დაგეგმვითა და დაავადებების მონიტორინგით, სანდო მესიჯებით და ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით გადაარჩინა ადამიანები. მოსკოვის აღმაშფოთებელი ბრალდებები პასუხსაც არ იმსახურებს”. 


რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე.

მოეშვი “ველიკა დერჟავულ” ჩვევებს, მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ – გამყრელიძე ონიშენკოს

რა საფრთხეს ქმნის რუსეთის შეტევა “ლუგარის ლაბორატორიაზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი