29 მაისიდან უქმდება შეზღუდვა მუნიციპალურ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე. თბილისში მუშაობას განაახლებს მეტროპოლიტენი, საბაგირო და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  

თუმცა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილება პირბადის გარეშე – ამის თაობაზე მთავრობამ ცვლილებები კარანტინის შესახებ გამოცემულ დადგენილებაში 28 მაისს შეიტანა. 

8 ივნისამდე ჯერჯერობით კვლავ შეზღუდულია საქალაქთაშორისო მიმოსვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 

კვლავ აკრძალულია: 

  •  რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვებით მომსახურება, რომელიც ხორციელდება დახურულ სივრცეში;
  • სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა