ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებზე ყველაზე მეტი დამკვირვებელი იქნება – გახარია

27 მაისი, 2020 •
დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებზე ყველაზე მეტი დამკვირვებელი იქნება – გახარია

საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, დარწმუნებულია, რომ წლევანდელ საპარტლამენტო არჩევნებს ყველაზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი დაესწრება.

პარლამენტში გამოსვლისას, დღეს, 27 მაისს, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გახარიას ჰკითხა, პანდემიის გამო ხომ არ შემცირდებოდა ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებელთა რაოდენობა და ხომ არ აპირებს ხელისუფლება მათი რაოდენობის შეზღუდვას.

„მერწმუნეთ, რომ არ შევზღდავთ. დარწმუნებულივ ვარ, რომ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ყველაზე მეტი დამკვირვებელი. უბრალოდ, დარმწუნებული ვარ, ამისთვის ჩვენც გავაკეთებთ მაქსიმუმს და ჩვენი კოლეგებიც იზრუნებენ.

ჩვენ, მთავრობა, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეპიდემიოლოგიურად – ტესტირება იქნება, დისტანცია, ტრანსპორტირება თუ სხვა საკითხი – ყველაფერი გავაკეთოთ. არ იქნება შეფერხება, თუ რაიმე გლობალური აფეთქება არ მოხდა“, – ამბობს გახარია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი