ახალი ამბები

გამოიყოფა დამატებით 150 მლნ ლარი ლტოლვილების ბინით უზრუნველსაყოფად – გახარია

27 მაისი, 2020 • 1527
გამოიყოფა დამატებით 150 მლნ ლარი ლტოლვილების ბინით უზრუნველსაყოფად – გახარია

საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობა დამატებით 150 მილიონ ლარს გამოყოფს იმისთვის, რომ მოკლე პერიოდში ლტოლვილები ბინით უზურნველყოს.

ამ განცხადებამდე გახარია ამბობდა, რომ კორონავირუსის კრიზისის დროს სამშენებლო სექტორი განსაკუთრებით დაზარალდა. ლტოლვლილების ბინით უზრუნველყოფის პროცესში კი სახელმწიფო მშენებლობასაც შეუწყობს ხელს.

„გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში ლტოლვილების ბინით უზრუნველყოფა სწრაფად მოხდეს.

ეს ასევე იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორის, იმისთვის, რომ მათი მდგრადობა იყოს ძლიერი. მათ გაუძლონ ამ კრიზისს, გრძელვადიან პერიოდში და არ განმეორდეს ის უბედურება, რაც განმეორდეა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც უამრავი ოჯახი, რომელმაც ბოლო შემოსავალი ბინებში გადაიხადეს, ქუჩებში დარჩა“, – ამბობს გახარია.

დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი