ახალი ამბები

ჯარიმების გაუქმებისაკენ ვერავის მოვუწოდებთ – გახარია

27 მაისი, 2020 • 768
ჯარიმების გაუქმებისაკენ ვერავის მოვუწოდებთ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის მოქალაქეებისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებისაკენ ვერავის მოუწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა დეპუტატის კითხვის საპასუხოდ.

“ჯარიმა აღამასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი, რომელიც საკმაოდ ეფექტურად გამოვიყენეთ, განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა.

დაჯარიმებულთა რაოდენობა, რომელთაც დაარღვიეს სერიოზული შეზღუდვები, იყო 9 000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. აღმასრულებელი ხელსუფლების პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს.

მესმის, რომ ჯარიმების გაკრვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისათვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა”, – აღნიშნა მან.

გახარიას ამ საკითხთან დაკავშირებით ჰკითხა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა. მისი თქმით, ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ასობით ჯარიმა ადამიანების 90%-სთვის ძალიან რთული გადასახდელია.

“როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის იმის შესაძლებლობა და ხომ არ ჯობია, რომ ამ ჯარიმების გარკვეული ჩამოწერა მოხდეს?” – იკითხა დეპუტატმა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში, მისი დარღვევისთვის  ფიზიკურ პირებს 3 000 ლარით აჯარიმებდნენ, იურიდიული პირებს კი – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი