ახალი ამბები

ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

25 მაისი, 2020 • 939
ქუთაისში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, 1989 წელს დაბადებული ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში ქუთაისში დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 24 მაისს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას მამას – 1968 წელს დაბადებულ კაცს – ცივი
იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა”, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ემუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი