ახალი ამბები

როგორ დაიყოფა მაჟორიტარული ოლქები ახალი სისტემით – „ფორმულას“ დოკუმენტი

23 მაისი, 2020 •
როგორ დაიყოფა მაჟორიტარული ოლქები ახალი სისტემით – „ფორმულას“ დოკუმენტი

ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომელშიც ნაჩვენებია მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

როგორც ტელეარხი იუწყება, დარჩენილი 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ, 18 კი აღმოსავლეთ საქართველოში იქნება.

ამგვარად, რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში 1 ოლქი იქნება, სამეგრელოში 3, იმერეთში 4, გურიაში 1, აჭარას 3, შიდა ქართლში 2, ქვემო ქართლში 3, სამცხე-ჯავახეთი 2, მცხეთა-მთიანეთში იქნება 1 მაჟორიტარი, ხოლო კახეთში 2.

ის, თუ რამდენი მაჟორიტარი იქნება თბილისში, „ფორმულას“ არ დაუკონკრეტებია, თუმცა უკვე არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, თბილისს უნდა ერგოს 8 მაჯორიტარი დეპუტატი.

სიუჟეტში აღნიშნული რუკა აჩვენეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

„რასაც ვუყურებ, ემთხვევა იმას, რაც გავაკეთეთ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ დოკუმენტის ნახვისას.

„სამუშაო ვერსიაა, რომელმაც არ გამოვრიცხავ რომ სააბოლოო ვერსიის სახე მიიღოს და არ გამოვრიცხავ რომ საერთოდ შეიცვალოს“, — განაცხადა მდინარაძემ.


8 მარტს ოპოზიცისადა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წელს არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, თუმცა 73 მაჟორიტარის მაგივრად, სულ, 30 მაჟორიტარი იქნება. როგორ დაიყოფა ოლქები, ჯერჯერობით, უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი