ახალი ამბები

საქართველოში კომენდანტის საათი დასრულდა

23 მაისი, 2020 • 2581
საქართველოში კომენდანტის საათი დასრულდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი კომენდანტის საათი დასრულდა. 31 მარტს დაწესებული კომენდანტის საათის პერიოდში როგორც მოქალაქეების, ასევე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალული იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათმდე მოქმედებდა.

„22 მაისის შემდგომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ იქნება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ეს გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს,”-განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი