ახალი ამბები

მედიასთან უაღრესად მკაცრი იყავით — გახარია გამყრელიძეს და ტიკარაძეს შეზღუდვების შენარჩუნების საკითხზე

22 მაისი, 2020 •
მედიასთან უაღრესად მკაცრი იყავით — გახარია გამყრელიძეს და ტიკარაძეს შეზღუდვების შენარჩუნების საკითხზე

კორონავირუსთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ NCDC-ის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს სთხოვა, მედიის წარმომადგენელებთან „უაღრესად მკაცრები“ ყოფილიყვნენ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ზოგიერთი შეზღუდვის ახალი კანონის ძალით შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით

„ბატონო ამირან, მინდა გთხოვოთ, იყოთ უაღრესად მკაცრი დღეს მედიასთან ქვემოთ, ისევე, როგორც, ქალბატონო ეკა. პირველი — უნდა აუხსნათ, რა ხდება რეგიონში, მეორე — უნდა აუხსნათ, რა იყო წარმატების მიზეზი და მესამე — უნდა აუხსნათ, ეს ინსტრუმენტები [შეზრუდვები] თუ არ დაგვრჩა ჩვენ ხელში, რთული იქნება და მეოთხე — პოლიტიკოსები. ავუხსნით, რომ მესამე ფრონტი [ოპოზიცია] დაგვემატა, რაც ხდებოდა იქ [პარლამენტში] გუშინ, იყო ჩვეულებრივი ცირკი“, — განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, ერთი მხრივ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა არჩევნებს არ შეექმნას საფრთხე, მეორე მხრივ კი, გარკვეული შეზღუდვების დატოვება, რათა მთავრობამ შეძლოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა.

საგანგებო მდგომარეობა 23 მაისის 00:00 საათზე უქმდება, თუმცა მთავრობას და პარლამენტს სურს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის შეცვლა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, შეზღუდვები დეკრეტის გარეშე დააწესონ. საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ეს დროებითი მოვლენა იქნება. ცვლილებებს ოპოზიციაში ეწინააღმდეგებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი