ახალი ამბები

მათ, ვინც შემოსავალი დაკარგეს ან შეუმცირდათ, სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდებათ

21 მაისი, 2020 • 1704
მათ, ვინც შემოსავალი დაკარგეს ან შეუმცირდათ, სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდებათ

საქართველს პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო შემოსავალი დაკარგეს, ან შეუმცირდათ და მთავრობისგან იღებენ კომპენსაციას, საბანკო სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდებათ.

იმ პირების შემთხვევაში, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მთავრობის სოციალური ანტიკრიზისული გეგმით სარგებლობენ, გადავადება ავტომატურად მოხდება, მათ კი, ვისაც შემოსავალი შეუმცირდათ, გახარიას თქმით, ბანკებს უნდა მიმართონ საბანკო პროცენტის გადავადების მოთხოვნით:

“კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადწყვეტილება და საბანკო სექტორმა მომხმარებლებს სესხის პროცენტი სამი თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა და ჩვენ ასევე მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება.

გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი”, – ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა და, შესაბამისად, კომენდატის საათი არ გაგრძელდება 22 მაისის შემდგომ, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი