ახალი ამბები

“ასეთი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ” – ეზუგბაია Covid-19-ისა და კავასაკის სინდრომის შესაძლო კავშირზე

21 მაისი, 2020 • 1490
“ასეთი შემთხვევა არ გვქონია, მაგრამ ყურადღება უნდა გავამახვილოთ” – ეზუგბაია Covid-19-ისა და კავასაკის სინდრომის შესაძლო კავშირზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ საქართელოში ბავშვებში ჯერ არ დაფიქსირებულა Covid-19-თან კავშირში კავასაკის სინდრომის მსგავსი სიმპტომების გამოვლენა, თუმცა მედპერსონალსა და საზოგადოებას ყურადღება მაინც მართებს.

კავასაკის სინდრომი იშვიათი დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, პატარა ბავშვებში ვლინდება. ის განსაკუთრებით აზიანებს სისხლძარღვებს. რიგ ქვეყნებში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთშიც, კავასაკის სინდრომის მსგავს სიმპტომებს Covid-19-ს უკავშირებენ. 

„კავასაკის სინდრომი ძირითადად ბავშვებთან მიმართებაში განიხილება. კავასაკის სინდრომზე რომ ვლაპარაკობთ, ვამბობთ, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით საქართველოში ბავშვთა დადასტურებულ შემთხვევაში მძიმე არცერთი პაციენტი არ გვყოლია, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელია კავასაკის სინდრომი გამოვლინდეს.

მართალია, ეს შორეული შედეგია… აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ კლინიკიდან გაწერილი პაციენტები – ბავშვები და მოზარდები, რომ ისინი პედიატრებისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩნენ. კავასაკის სინდრომი იწვევს ცვლილებებს სისხლძარღვებში და უნდა მოხდეს მათი კვლევა მანამ, სანამ საშიშროება არსებობს.

ჯერ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, ვიმედვონებთ, არ იქნება, ამაზე ყურადღების გამახვილება სავალდებულოა და ყველმა უნდა მივიღოთ მხედველობაში“ ,- ამბობს ეზუგბაია.

იშვიათი დაავადება ბავშვებში, შესაძლო კავშირით COVID-19-თან – ექიმების გაფრთხილება ინგლისში

მასალების გადაბეჭდვის წესი