ახალი ამბები

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა

21 მაისი, 2020 • 940
მსოფლიოში კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაავადება, მთლიანობაში, 5 მილიონზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა.

ასევე, ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის თანახმად, დაავადებას მსოფლიოში 328 172 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 899 350.

ყველაზე მეტი გარდაცვლილი — 93 439 აშშ-შია, 35 786 — გაერთიანებულ სამეფოში, 32 330 — იტალიაში, 28 135 — საფრანგეთში, 27 888 — ესპანეთში.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, ამ მხრივ პირველ ხუთ პოზიციას აშშ, რუსეთი, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი იკავებენ.

გარდა ამისა, აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამჟამად 2 772 516-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი