ახალი ამბები

24 საათში COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10

21 მაისი, 2020 • 721
24 საათში COVID-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10

21 მაისის 10:00 საათის მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 721-ს მიაღწია. ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

აგრეთვე, 21 ომაისის მონაცემებით, 24 საათში COVID-19-სგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებული პაციენტების რაოდენობამ 485 შეადგინა.

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით საქართველოში 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ამგვარად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა ამჟამად 224-ს უტოლდება.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 პაციენტიდან 1 ბოლნისის წყაროდანაა, ხოლო დანარჩენი 7 — საკარანტინე სივრციდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი