ახალი ამბები

მიჩიგანში კაშხალი დაინგრა, გამოცხადდა ევაკუაცია

20 მაისი, 2020 • 1565
მიჩიგანში კაშხალი დაინგრა, გამოცხადდა ევაკუაცია

აშშ-ში, მიჩგანის შტატში ძლიერი წვიმის გამო ორი კახშალი დაინგრა, იუწყება ამერიკული მედია.

CNN-ის ცნობით, მომხდარის გამო საჭირო გახდა შტატის ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით 10 000 ადამიანის ევაკუაცია. ამავე რეგიონში, გუბერნატორის განცხადებით, ქალაქი მიდლენდი 12-15 საათში შესაძლოა წყალქვეშ  2,7 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდეს.

გუბერნატორმა უიტმერმა მიდლენდის საგრაფოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ადგილობრივებს მოუწოდა, თუ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, შტატის სხვა ნაწილში, მეგობრებთან, ნათესავებთან ან ოჯახის წევრებთან წასულიყვნენ, ხოლო თუ არა — სპეციალურად გახსნილი თავშესაფრებისკენ მიეშურებინათ.

ამასთან ერთად, უიტმერმა მოუწოდა მიჩიგანელებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ზომები დაეცვათ — ეტარებინათ პირბადე და შეძლებისდაგვარად სოციალური დისტანციაც დაეცვათ.

აგრეთვე, CNN-ის ცნობით, მიუხედავად კატასტროფის მასშტაბისა, დაშავებულები ან დაღუპულები არ არიან.


გარეკანის ფოტო: AP

აგრეთვე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო:

მასალების გადაბეჭდვის წესი