დიდი ბრიტანეტის გაერთიანებულ სამეფოში ატარებენ ცდებს, რომელთა მიზანიცაა გამოავლინინ, შეუძლიათ თუ არა სპეციალურად გაწვრთნილ აეროპორტის ძაღლებს მოგზაურებში COVID-19 გამოავლინონ, სიმტპომების აღმოჩენამდეც კი, წერს CNN.
გამოცემის ცნობით, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები აეროპორტში ისედაც ხშირდან ჩნდებიან — ნარკოტიკული საშუალებების, იარაღის ან სხვა კონტრაბანდის აღმოსაჩენად, თუმცა აგრეთვე არიან ძაღლები, რომლებსაც წვრთნიან ინფექციებისა და დაავადებების აღმოსაჩენად.
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის უნივერსიტეტის მკვლევრები დარემის უნივერსიტეტთან და საქველმოქმედო ორგანიზაცია Medical Detection Dogs-თან ერთად აპირებს ამ საკითხზე კვლევის ჩატარებას. CNN-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ამ მიზნისთვის 500 000 ფუნტი გამოყო.
თავდაპირველად კვლევაში მონაწილეობას ექვსი ძაღლი მიიღებს. ყველა მათგანი ან ლაბრადორი, ან კოკერ-სპანიელია.
ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის უნივერსიტეტის დაავადებაათა კონტროლის მიმართულების ხელმძღვანელისა და პროექტის მთავარი მკვლევრის, პროფესორ ჯეიმზ ლოგანის თქმით, დარწმუნებულია, რომ პროექტს შედეგი ექნება: „ეს დაფუძნებულია მრავალწლიან კვლევებზე, რომლებიც უკვე ჩავატრეთ როგორც გუნდმა და ვაჩვენეთ, რომ ადამიანები, ვისაც მალარიის ინფექცია აქვს, იძენს ტანის სპეციფიკურ სუნს და შესაძლებელია ძაღლების გაწვრთნა ისე, რომ მათ ეს მაქსიმალური სიზუსტით გამოავლინონ“, — აცხადებს იგი.