ახალი ამბები

აშშ-ში კაცმა თმის შესაჭრელად 965 კილომეტრი გაიარა

19 მაისი, 2020 • 1153
აშშ-ში კაცმა თმის შესაჭრელად 965 კილომეტრი გაიარა

აშშ-ში მამაკაცმა 600 მილი— 965 კილომეტრი დაძლია, რათა თმა შეეჭრა, წერს Fox News.

მაუწყებლის ცნობით, ვაშინგტონის შტატში მცხოვრებმა კაცმა სოციალურ ქსელში მეგობრის პოსტი ნახა, რომელშიც უკანასკნელი წერდა, რომ კალიფორნიის ზოგიერთ საგრაფოში სილამაზის სალონები გაიხსნა.

ვაშინგტონის შტატში და თითქმის მთელ კალიფორნიაში სალონები დაკეტილია, თუმცა კალიფორნიის იუბასა და სატერის საგრაფოების ხელისუფლებამ ეკონომიკის გახსნის გეგმით გათვალისწინებული სალონების გახსნა დაგეგმილზე უფრო ადრე გადაწყვიტა.

სალონების გახსნის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის შემდეგ ვაშინგტონში მცხოვრებმა ჯ. ფარმა, Fox News-ის ცნობით, გადაწყვიტა, თმის შესაჭრელად კალიფორნიაში ჩასულიყო — მანძილი კი დანიშნულების ადგილამდე 600 მილი, ანუ დაახლოებით 965 კილომეტრი იყო.

ფარის მიერ არჩეული სალონის მფლობელის, უეს ჰერიფორდის თქმით, თმის შეჭრის სერვისზე დიდი მოთხოვნაა და მის სალონს სტუმრუობენ როგორც კალიფორნიის შტატის სხვა ქალაქების მაცხოვრებლები, ასევე, სხვა შტატების ბინადრებიც.

„დიდი არჩევანი არაა და ხალხი აღგზნებულია, რომ არის ვიღაც, ვინც თმას შეჭრის, ამიტომ მათთვის არაა პრობლემა, ჩვენთან მოსასვლელად გზაში სამი ან ოთხი საათი დაჰყონ“, — ამბობს ჰერიფორდი.


სატერისა და იობას საგრაფოებში, სადაც სალონები გაიხსნა, კორონავირუსის 59 დადასტურებული შემთხვევაა, მთლიანად კალიფორნიის შტატში კი -80 430.

გარეკანის ფოტო: უეს ჰერიფორდი

მასალების გადაბეჭდვის წესი