ახალი ამბები

საქართველო რეგიონში რეფორმების მთავარი მამოძრავებელი იყო და ეს როლი უნდა განაგრძოს – ევროპარლამენტარი

19 მაისი, 2020 • 809
საქართველო რეგიონში რეფორმების მთავარი მამოძრავებელი იყო და ეს როლი უნდა განაგრძოს – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაზე აცხადებს, რომ ქვეყანა რეგიონში რეფორმების მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. დეპუტატი აცხადებს, რომ ნიშვნელოანია საქართველოს მთავრობას ახსოვდეს ეს და აღნიშნული როლის შესრულება განაგრძოს:

“საქართველო ყოველთვის იყო რეფორმების მამოძრავებელი ძალა რეგიონში და მნიშვნელოვანია შევახსენოთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს გააგრძელონ.

ჩვენ ვხედავთ, რომ 8 მარტის შეთანხმებით გათვლაისწინებული ვალდებულებების ნაწილი შესრულდა, თუმცა არა ყველა. ჩვენზეა დამოკიდებული, მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს, რათა ის გაგრძელდეს და მოხდეს შეთანხმების იმპლემენტაცია. ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება პოლარიზება როგორც პოლიტიკურ სფეროში, ისე საზოგადოებაში. ჩვენ მზად ვართ, როცა დრო მოვა და პირობებიც შესაბამისი იქნება, მხარი დავუჭიროთ ქართველ პარლამენტარებს სხვადასხვა ინსტრუმენტებით ევროპარლამენტიდან”, – ამბობს დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი