ახალი ამბები

კუბილიუსი: მთავარი გამოწვევა არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება იქნება

19 მაისი, 2020 •
კუბილიუსი: მთავარი გამოწვევა არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება იქნება

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას აცხადებს, რომ მოვლენების სწორი მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია კარგი მაგალითი იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. თუმცა, მისი თქმით, მთავარი გამოწვევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება იქნება:

“მინდა აღვნიშნო საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელმაც 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის შესრულების პერსპექტივა გააჩინა. ამასთან მინდა ხაზი გავუსვა საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ შესრულებულ როლს შეთანხმების მიღწევაში. ვფიქრობ, ეს არის როლი, რომლითაც ევროკავშირი ეხმარება ქვეყნებს, რომლებსაც პოლიტიკური კრიზისი აქვთ, ამ კრიზისის გადაჭრაში.

საქართველო ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია, თუ მოვლენები სწორი მიმართულებით განვითარდება, კარგი მაგალითი იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, თუმცა მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება იქნება”, – ამბობს კუბილიუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი