ახალი ამბები

თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში 17 მაისს გაანათეს, იქ დღესასწაული 18 მაისსა

17 მაისი, 2020 • 2171
თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში 17 მაისს გაანათეს, იქ დღესასწაული 18 მაისსა

თბილისის მერიამ დედაქალაქის ანძა თურქმენეთის დროში ფერებში დღეს, 17 მაისს გაანათა, მანამდე კი თქვა, რომ აღნიშნული ამ ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულთან დაკავშირებით გადაწყდა. თუმცა, თურქმენეთი 17 მაისს არაფერს არ აღნიშნავს – იქ კონსტიტუციის დღე 18 მაისს აღინიშნება.

თბილისის მერიამ დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტებს უარი უთხრა თბილისის ანძის ცისარტყელის ფერებით განათებაზე. დროშა ცისარტყელის ფერებით ლგბტ მოძრაობის სიმბოლოა და მას აღნიშნული თემის წარმომადგენლები თვითგამოხატვის მიზნით იყენებენ.

“17-18  მაისის განათებაზე  შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი  ორგანიზაციის და  ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი.  შესაბამისად, ჩვენ ვერ  დავარღვევთ  ტრადიციას და ვერ  გამოვტოვებთ ანძის  განათებას თურქმენეთის დროშის  ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან  დაკავშირებით”, – განაცხადა თბილისის მერიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი