ახალი ამბები

ბოლნისში დარჩება შეზღუდვები, თუ ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გამოვლინდა – ტიკარაძე

14 მაისი, 2020 • 1216
ბოლნისში დარჩება შეზღუდვები, თუ ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ გამოვლინდა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 14 მაისს განაცხადა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შესაძლოა გახანგრძლივდეს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები. 

“თუ მომდევნო დღეებში ბოლნისში დაფიქსირდება 10 და მეტი შემთხვევა, ჩვენ ღონისძიებებს გავამკაცრებთ.  დავტოვებთ იმ მდგომარეობას, რაც დღესდღეობით გვაქვს”, – განაცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა ამ მუნიციპალიტეტში 22 მაისის მერე, როცა საგანგებო მდგომარეობის ვადა სრულდება. 

14 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირების 15 ახალი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მუნიციპალიტეტის ორი სოფლის სრულ გამოკვლევას გეგმავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის გამო. ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. “ბოლნისის კლასტერი” ყველაზე დიდია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი