ახალი ამბები

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14 მაისი, 2020 • 1322
ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცნობილი ხდება, რომ 14 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ბოლნისის მერიის წარმომადგენელმა განუცხადა, რომლის ცნობით, ახალი ინფიცირებულები იგივე სოფელში, მუშევანში ცხოვრობენ, სადაც ვირუსი პირველად გამოავლინეს მუნიციპალიტეტში. 

27 აპრილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ე.წ. “ბოლნისის კლასტერია”.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დაახლოებით 140 ადამიანი გაიტესტა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში და გამოვლინდა 15 ინფიცირებული. როგორც მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა,  იგეგმება მთლიანი სოფლის მოსახლეობის კვლევა.

15 ახალი ინფიცირებულის შესახებ ინფორმაცია უკვე აისახა მთავრობის შესაბამის ვებგვერდზე – 14 მაისის 21.00 საათის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 667 შემთხვევაა აღრიცხული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი