ახალი ამბები

“არ შეიძლება ენმ-ის ძმაკაცების გამოშვებას და EU-ს დახმარებას შორის ტოლობის დასმა” – მათიკაშვილი

14 მაისი, 2020 • 1015
“არ შეიძლება ენმ-ის ძმაკაცების გამოშვებას და EU-ს დახმარებას შორის ტოლობის დასმა” – მათიკაშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარის წევრისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ “არ შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის” “ძმაკაცების” ციხიდან გამოშვებასა და ევროკავშირის დახმარებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა”:

“არ შეიძლება დახმარებასა და ვინმეს, “ნაციონალური მოძრაობის” ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე ტოლობა დაფიქსირდეს. სწორედ ეს არის ამ პარტიის მიზანი. ისინი ღიად აცხადებენ, რომ თუ ჩვენს ძმაკაცებს არ გამოუშვებენ ციხიდან, ყველა საშუალებას – ტყუილისა და ძალადობის სახით გამოვიყენებთო, რასაც, რა თქმა უნდა, ისინი ვერ შეძლებენ. 2020 წლის არჩევნებზე მათ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს საკადრის პასუხს”, – ამბობს მათიკაშვილი.

დეპუტატი აცხადებს, რომ “ენმ ვერ შეძლებს იმას, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რაიმე სახის პრობლემა შექმნას”.

Eu-ს დახმარება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება – კუბილიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი