ახალი ამბები

გახარია სენატორ ლინდსი გრემს ტელეფონით ესაუბრა

14 მაისი, 2020 •
გახარია სენატორ ლინდსი გრემს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერი, გიორგი გახარია, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტის წევრს, ლინდსი გრემს ტელეფონით ესაუბრა.

გახარია ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ სენატორთან აშშ-სა და საქართველოს შორის პარნტიორობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გარდა ამისა:

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს პროგრესზე კორონავირუსთან ბრძოლაში და ამ წარმატებაში აშშ-ის მხარდაჭერის როლზე“,- წერს გახარია.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით –  „მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთის მოქმედებები უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების მიმართულებით, რაც პანდემიის პარალელურად ხორციელდება“.

მანამდე საქართველოს წერილით მიმართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა.

მან ტვიტერზე აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და თავისი პოზიციაც დააფიქსირა.

“მე ველი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისაგან, რომ სრულად შეასრულებენ მარტის შეთანხმებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს საარჩევნო სისტემის ირგვლივ”, – დაწერა რესპუბლიკელმა სენატორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი