ახალი ამბები

რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე გადავიდა

12 მაისი, 2020 • 826
რუსეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე გადავიდა

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში თითქმის 10 899 ადამიანით გაიზარდა და მთლიანობაში, ქვეყანაში ინფიცირების 232 243 შემთხვევაა დაფიქსირებული.

12 მაისის მონაცემებით, რუსეთში აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი და, შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა.

ამასთან ერთად, გუშინდელ მიმართვაში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დააანონსა, რომ „არდადეგები“, რომელიც მან პანდემიის გამო დააწესა, 12 მაისიდან დასრულდება, თუმცა საკარანტინე რეჟიმი, შეზღუდვების მცირე შემსუბუქებით, კვლავ გაგრძელდება მოსკოვში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი