ახალი ამბები

აშშ-ის, ბალტიის ქვეყნებისა და ვარშავის პაქტის ქვეყნების განცხადება II მსოფლიო ომზე

8 მაისი, 2020 • 2219
აშშ-ის, ბალტიის ქვეყნებისა და ვარშავის პაქტის ქვეყნების განცხადება II მსოფლიო ომზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბულგარეთის, ბალტიის ქვეყნების — ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის – უნგრეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმო გავლენის სფეროების კონცეფცია და მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების ფალსიფიცირების მცდელობები.

„2020 წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღნიშვნისას პატივს მივაგებთ ყველა მსხვერპლსა და ჯარისკაცს, ვინც ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად და ჰოლოკოსტის დასასრულებლად იბრძოლა.

მართალია, 1945 წლის მაისში ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ამ დროს მთელი ევროპა არ გათავისუფლებულა. კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი თითქმის 50 წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმების მმართველობის ქვეშ იყო. მოხდა ბალტიისპირეთის არალეგალური ოკუპაცია და ანექსია და საბჭოთა კავშირის მიერ რკინის ხელით მართვა სამხედრო ძალის, რესპრესიებისა და იდეოლოგიური კონტროლის მეშვეობით.

ბევრი ათწლეულის განავლობაში უამრავმა ევროპელმა კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილიდან შესწირეს თავიანთი სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას, მილიონობით ევროპელს კი წაართვეს მათი უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, აწამეს და იძულებით სხვა ადგილას გადაიყვანეს. საზოგადოებები რკინის ფარდის შიგნით სასოწარკვეთილად ილტვოდნენ დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის გზისკენ.

1956 წლის მოვლენები, ქარტია 77-ის შექმნა და აქტვიობა, სოლიდარობის მოძრობა, ბალტიური გზა, ერთა შემოდგომა 1989 წელს და ბერლინის კედლის დანგრევა იყო მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც ევროპაში თავისუფლების და დემოკრატიის აღდგენაში დიდი წვლილი შეიტანეს.

დღე, ერთად ვმუშაობთ უფრო ძლიერი და თავისუფალი ევროპის შესაქმნელად, სადაც ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენასობა პირველ ადგილზე იქნება. მომავალი დაფუძნებული უნდა იყოს ისტორიულ ფაქტებზე და ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთათვის სამართალზე. მზად ვართ დიალოგისთვის ყველასთან, ვინც ამ პრინციპების რეალიზაციაშია დაინტერესებული. მეორე მსოფლი ომისა და მის შემდეგ ევროპის გაყოფის წინამორბედი ისტორიული მოვლენებით მანიპულირება არის ისტორიის ფალსიფიცირების სამწუხარო მცდელობა.

გვსურს შევახსენოთ საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრს, რომ ხანგრძლივი საერთაშიროსო უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მოითხოვს საერთაშორისო კანონების და ნორმების ხანგრძლივ და გულწრფელ დაცვას, მათ შორის ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპის. მეორე მსოფლიო ომის სასტიკი გაკვეთილების გათვალისწინებით, შეგვიძლია მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, შემოგივერთდნენ გავლენის სფეროების კონცეფციაზე უარის თქმაში და ყველა სუვერენული ქვეყნისთვის თანასწორობაზე დაჟინებით“.

იხილეთ აგრეთვე

ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტების განცხადება მეორე მსოფლიო ომზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი