ახალი ამბები

11 მაისიდან თბილისი, 14 მაისიდან რუსთავი და გარდაბანი გაიხსნება

7 მაისი, 2020 • 1146
11 მაისიდან თბილისი, 14 მაისიდან რუსთავი და გარდაბანი გაიხსნება

11 მაისიდან თბილისი, 14 მაისიდან რუსთავი და გარდაბანი, 18 მაისს კი მარნეული გაიხსნება. საუბარია ამ ქალაქებში შესვლა-გამოსვლის აკრძალვის მოხსნაზე. აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიროგი გახარიამ გააკეთა.

გახარიამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების შერბილება არ შეეხება საკომენდანტო საათს და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალაქების გახსნის შემდეგაც დარჩება:

“მოგეხსნებათ, ექვსეტაპიანი გეგმა, რომელიც გვქონდა წარმოდგენილი, ვთქვით, ეპიდემიოლოგიური მდგომაროებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო როგორც მისი აჩქარება, ასევე, გადავადება. საბედნიეროდ, დღევანდელი მდგომარეობით, შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ

11 მაისიდან სრულად გიახსნება მიმოსვლა თბილისში. საუბარია, მოგეხსენებათ, იყო ჩაკეტილი ქალაქი, და თბილისში შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით ყველა შეზღუდვა იქნება მოხსნილი. 14 მაისიდან სრულად გაისნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. 18 მაისს კი სრულად გაიხსნება მარნეული”, – ამბობს გახარია.

პრემიერ-მინისტრი მოაქალაეებს მოუწოდებს, დაიცვან დისტანცირების წესები და გამოიყენონ პირბადე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე ქუჩაში, რადგან პანდემიასთან ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის.

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება – გახარია

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი