ახალი ამბები

COVID-19: 11 231 ახალი შემთხვევა რუსეთში

7 მაისი, 2020 •
COVID-19: 11 231 ახალი შემთხვევა რუსეთში

რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაავადების 11 231 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილი საიტი „სტოპკორონავირუს.რფ“ ავრცელებს.

აქამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რუსეთში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა დაავადების 10 000-ზე მეტი შემთხვევა.

ჯამში, ქვეყანაში უკვე 177 160 დაავადებულის შესახებაა ცნობილი. აქედან გარდაიცვალა 1625 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 23 803.

კორონავირუსი დაუდგინდათ რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მშენებლობისა და კულტურის მინისტრებსაც.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ მოგროვებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში რუსეთი დაავადებულთა რაოდენობით მეხუთე ადგილზია აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი