ახალი ამბები

რძალზე ძალადობისა და სუიციდის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით ქალი დააკავეს

7 მაისი, 2020 • 946
რძალზე ძალადობისა და სუიციდის მცდელობამდე მიყვანის ბრალდებით ქალი დააკავეს

პოლიციამ ოჯახში ძალადობის, თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანისა და მუქარის ბრალდებით თბილისში ქალი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული გლდანი-ნაძალადევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 2- დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე სახლში მცხოვრებ რძალს, შვილის მეუღლეს – 1990 წელს დაბადებულ მ.კ.-ს. -ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ა.-მ რძალს აღნიშნულ ფაქტამდეც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის გამოც მ.კ.-მ თვითმკვლელობა სცადა”, – აცხადებენ უწყებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 11 პრიმა 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სახვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანასა და მუქარას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი