ახალი ამბები

დეკემბრიდან 26 თებერვლამდე საქართველოში კორონავირუსი არ დადასტურებულა – ზახაშვილი

5 მაისი, 2020 • 1139
დეკემბრიდან 26 თებერვლამდე საქართველოში კორონავირუსი არ დადასტურებულა – ზახაშვილი

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 26 თებერვლამდე არ დადასტურებულა. ამის შეასხებ ზახაშვილმა დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“დეკემბერიდან მოყოლებლი ყველა ნიმუში, რომელიც ტესტირებული იყო გრიპზე, ასევე გაიტესტა შემდეგ სარს კოვ-2 ვირუსზე და არცერთ მათგანში, ვიდრე პირველი შემთხვევა დავარეგისტრირეთ საქართველოში, ახალი კორონავირუსი არ დაგვიფიქსირებია. ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება იმის, რომ მანამდე ჩვენს ქვეყანაში სარს კოვ-2 არ იყო”, – განაცხადა ზახაშვილმა.

ზახაშვილისა და ამირან გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოში დაფიქსირდება ახალი კორონავირუსის გამოვლენის უფრო ადრეული შემთხვევა, საქართველოში შესაბამისი ტესტები ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი