ახალი ამბები

გარეთ სეირნობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მთავარია დისტანციის დაცვა – ზახაშვილი

5 მაისი, 2020 • 860
გარეთ სეირნობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მთავარია დისტანციის დაცვა – ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, გარეთ გასვლა ამ პერიოდში არ არის აკრძალული, თუმცა აუცილებელია დისტანციის დაცვა. ამის შესახებ ზახაშვილმა დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“გარეთ სერინობის და სუფთა ჰაერზე ყოფნის საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი არ გვაქვს, ისეირნეთ, იმოძრავეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურები, ოღონდ დაიცავით დისტანცია. ნუ შეჯგუფდებით, დაიცავით სოციალური დისტანცია და გახსოვდეთ, რომ ეს საჭიროა ყოველთვის, ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, ეს იქნება ეზოში თუ ეს იქნება ვერანდაზე ან რომელიმე სხვა ღია სივრცეში”, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოში 5 მაისის 19:30 საათის მონაცემებით ამ დრომდე ახალი კორონავირუსით სულ 604 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 240 და გარდაიცვალა 9 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 497.

მასალების გადაბეჭდვის წესი