ახალი ამბები

ვის მივმართოთ სამართლებრივი დახმარებისთვის თუ უშემოსავლოდ დავრჩით და სესხი გვაქვს

5 მაისი, 2020 • 1253
ვის მივმართოთ სამართლებრივი დახმარებისთვის თუ უშემოსავლოდ დავრჩით და სესხი გვაქვს

“ფონდი ღია საზოგადოების მხარდაჭერით შექმნილი საინიციატივო ჯგუფი სამართლებრივად დაეხმარება სამსახურის გარეშე დარჩნილ მოქალაქეებს ან მათ, ვისაც შემოსავააი მკვეთრად შეუმცირდათ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან ონლაინ საკრედიტო დაწესებულების მიმართ სასესხო ვალდებულებების შესრულებას ვეღარ ახერხებენ.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მსოფლიო პანდემიის ახალი COVID19 -ის აღმოფხვრის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების შედეგად საქართველოში ასიათასობით ფორმალურად თუ არაფორმალურად დასაქმებული მოქალაქე სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა ან მკვეთრად შეუმცირდა შემოსავალი, რის გამოც ისინი ვეღარ ახერხებენ ვადამოსული სასესხო ვალდებულებების შესრულებას.

ორგანიზაცის მხარდაჭერით, 4 მაისიდან საინიციატივო ჯგუფი #დააპაუზეუფასოდ ორი თვის განმავლობაში ასეთ ფიზიკურ პირებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.

“მომსახურება ითვალისწინებს სამართლებრივ კონსულტაციას და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და ელექტრონულად მიწოდებას. უფასო იურიდიული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ შემოსავლის /სამსახურის გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლით დარჩენილ ფიზიკურ პირებს თბილისის მასშტაბით, რომლებსაც გააჩნიათ ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან/და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების მიმართ”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

უფასო სამართლებრივი დახმარების მისაღებად დაუკავშირდით:

Facebook გვერდის მეშვეობით – https://www.facebook.com/daapauzeufasod/
ელექტრონული ფოსტით – daapauzeufasod@gmail.com
ტელეფონით, ნომერზე – 599 35 55 51

საქართველოს რამდენიმე კომერციულმა ბანკმა მომხმარებლებს კორონავირუსის გავრცელების გამო სესხების გადავადება შესთავაზა. სესხებზე შეღავათების შესახებ მზაობა გამოთქვეს ბანკებმა: „თიბისიმ“, „საქართველოს ბანკმა“, „ლიბერთიმ“, „ვითიბიმ“ და „კრედომ“. ანალოგიური შეთავაზება ჰქონდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი